22.6.22


წვიმს,
ლოკოკინები ასფალტზე დასრიალებენ..და მე ბლის გამო შუაღამეს გავდივარ ეზოში,ტალახი მეგებება,ძალიან ფრთხილად მივიკვლევ გზას,რომ შემთხვევით ლოკოკინას არ დავადგა ფეხი..მაგრამ მაინც რაღაცის გატეხვის ხმა მესმის,ძირს ვიხედები და..
იქნებ გულია (?)
იქნებ გულის გატეხვის ხმაა და არა ლოკოკინის ჯავშნის,
შუაღამეა..
ხანდახან ფიქრი ისე შორს მიდის,ვგრძნობ ფიქრის მიზეზს,ვგრძნობ და ისე ვგრძნობ თითქოს ჩემს გვერდით იყოს,არ ვიცი..მეგონა დავიწყება იარსებებდა,მაგრამ მგონი შეჩვევა და თანაცხოვრებაა ტკივილის წამალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი