ადამიანებს ართობთ ლაპარაკი
ადამიანებს ართობთ ლაპარაკი, მე აღარაფერი მართობს.. იაფასიანი ცელოფანივითაა სამყარო.. შენ თქვი- ღამეს არ უნდა აფრთხობდეს ხმაურიო, მომწონს შესაფუთი,რომელსაც მრგვალი, პატარა,გასახეთქი ბუშტები აქვს.. მე კიდევ მიყვარს თუ როგორ ყეფენ ძაღლები ღამით. ჩემი ხელები ჭუჭყიანია.. მეგონა..ჭიდან საბოლოოდ ის, საშიში არსებები ამოვიდოდნენ, რომლებიც თურმე ციცინათელები ყოფილან.. ახლა ვიგრძენი თითის სიშიშვლე.. არ ვიმჩნევ ამინდს, ადამიანებს ართობთ ლაპარაკი, მე აღარაფერი მართობს..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი