პირამიდები


მე ვწვები წესით უშედეგო და უსიერი შეგუების პირამიდებში
ხმა ისმის ჭოტის, სანახავად მორბის მეთევზე
აივნიდან კი რენუარის სიტყვებს ისვრიან
თავს გალიის წინ იკიდებენ ფიცით წვეთებზე
რომ ეს ხმაური გადატანას სულ არ მოიხმობს
აქავებული მკლავებია გადასაზიდი,
რამეთუ შემდეგ ჩახუტებას ვეღარ მოითხოვს
მე ხომ ვიცნობდი ადამიანს რომელსაც სწამდა
განპირობებულ შედეგების გასხივფერება
მე ხომ ვიცოდი ამოსუნთქვაის ტონი და სისქე
და შეღამების წვეთებიდან თავისი არსის ტანთ შეფერება როგორ უყვარდა!
დახურულ ყუთში ამბობს კაცი ისევ გიყვარდეს
თითის ტკაცუნით იმეორებს რაღაცა სიტყვებს
დღისით მომწვანო ყვავილები სუნთქვას იკრავენ
და მობეზრებულ მოძრაობებს იმეორებენ
როგორც შენ ბოლოს ღამის პირზე ამოიკვნესე
მარშალის ნაცვლად მეთევზეებს გაყევი ომში
და ძლიერ დიდი გზების რისხვას მიანდე თავი
მე ვზივარ ისევ,კაეშანს ვქსოვ ხანსახან წყალს ვსვამ
გზის განვლის ფიქრში ჩემი თმები გველები ხდება
ქართან თამაში შენი ტუჩების გემოს მახსენებს
ვსვამ გამალებულ ტონობით წყალს,მიწუის ყური
ალბათ ვიღაცა რაღაც ამბებს იგონებს ჩემზე..
დასანანია..
მე კი მივფრინავ ირონიით ვუყურებ სარკეს
სარკმლის შიგნიდან რაღაც ავსული სამყარო მიხმობს
რომ გადავვარდე ონტოლოგიიის გალეულ ჭაში..
ტოვებს თითების ბალიშების პატარა კვალებს
მე ისევ ვკრთები! გაუსაძლის კალაპოტს ვარხევ 
შენი ტუჩები მწარე არის და მაინც მინდა
(მწარე რადგანაც მოწყვეტაა ძალიან რთული)
ათიათასჯერ დაწერილ ფრაზას წამებში დავხევ
გრძნობის მოთმენით ჩემი მზერა უკვე დაღვინდა
მე ვწვები წესით უშედეგო და უსიერი შეგუების პირამიდებში
ხმა ისმის ჭოტის, სანახავად მორბის მეთევზე
კედლებიდან კი რენუარის სიტყვებს ისვრიან

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი