მიმღები ოთახი


ნაზია კიბის საფეხური..
შემოდიან და მიმღებ ოთახში ხარბად ეძებენ ფილტვებისთვის ჩასასუნთქ ჰაერს,
მე ჭიქის პირზე თითს ვაცურებ..
სკამის საზურგეს ვეფერები და მხრებში ვმართავ,
როგორც მოქოქილ საათს,რომელიც კვნესის..
ყინულები რძისფერ კანზე დასრიალებენ..
შემოდიან და მიმღებ ოთახში ჩერდებიან უცხო მგზავვრები!
რომლებმაც ისიც არ იციან სად რა აწუხებთ რომ გაემგზავრონ..
ტუჩები მეწვის,ცხელ..გახურებულ ამინდში რომ ყინულებს ვღეჭავ აი მაგიტომ..
მიმღებ ოთახში ისმის სიცილი..
გუშინ კვნესის ხმა ისმოდა და სული დალია მოთმინების ფერმა დარაჯმა..
იცით უჩუმრად უკერიათ თურმე კიმონო
ამ შუაღამეს ნაირფერ ქალებს და ბავშვებს ომისგან გადარჩენილებს
მიმღებ ოთახში ძაფი გაუბამთ და სულის შებერვით კიოტოს სუნი ჩაუბერიათ გამაგრებულ სხეულში..
იცით მისიე,დიახ მე ვიცი რომ არსებობს ვიღაც ლამაზი,
ვისაც ყოველი ხელოვანი იტაცებს და ძალადობს მასზე
არა რა მოსატანი საკითხია..
მე თავად მინდა გამიტაცოს,მაწამოს თორემ
სისხლის ნორმალურ დენას უკვე შეეტყო დაღლა..
და ორ საიტყვასაც ვეღარ ვფიქრობ..იქნებ მაფიქროს!
მიმღებ ოთახში შემოაქვთ ფარდა და ხსნიან ფანჯრებს!
და ჭილოფებზე ნაირფერი კრისტალით წერენ..
რომ უკვე დროა მიდიან და ჭრილობას ხსნიან..ბარბაროსები! —
ნაზია კიბის საფეხური..
შემოდიან და მიმღებ ოთახში ხარბად ეძებენ ფილტვებისთვის ჩასასუნთქ ჰაერს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი