მომაგონდა


ასანთი ავიღე და ავანთე,მივიტანე ცეცხლთან და გადავწიე მრგვალი სხეული,რომლის შემდგომაც ცეცხლს ნაპერწკლები უნდა გაფანტვოდა..ასანთის ღერი ჩაქრა,გაზის სისწრაფემ და მისმა სიცივემ ჩააქრო წითელი თვალი,რომელიც როგორც მითხრეს ზამთარში მეტად ანათებს თოვლში და წვიმაში ქრება..
გაუსაძლისი ისაა,რადგან არსებობს რაღაცები,რისი წარმოდგენაც მხოლოდ იმის გამო არ შეგიძლია, რადგან არსებობს და გამოგონება სისულელეაო ფიქრობ..ჩვენ ფილმი უნდა გადაგვეღო ლიმონზე,რომელსაც ერქმეოდა ლიმონი..ყავას მოვურიე და კოვზი ენის წვერს მივადე,
,,ცხელია" გავიფიქრე..
შენ ალბათ კარგად ხარ,მე ისე რა..და არის გზა, რომლის გავლასაც ვერც მე ვბედავ და ვერც შენ..მითუმეტეს ვერც ერთად ვბედავთ,ყავას მეორედ მოვურიე,ეს ცეცხლი ნელია..ისეთი ნელი ხელი რომ დამეწვას ალბათ ვერ ვიგრძნობ,ასანთი ავიღე და ავანთე,მივიტანე ცეცხლთან და გადავწიე მრგვალი სხეული,რომლის შემდგომაც ცეცხლს ნაპერწკლები უნდა გაფანტვოდა..ასანთის ღერი ჩაქრა,გაზის სისწრაფემ და მისმა სიცივემ ჩააქრო წითელი თვალი,რომელიც როგორც მითხრეს ზამთარში მეტად ანათებს თოვლში და წვიმაში ქრება..
მე კარგად ვარ,შენ ისე რა..მიზეზით არ მიტირია კაიხანია და ბოლო დღეებია უემოციოდ წამოსული ცრემლები ისეთ სიამოვნებას მანიჭებს,როგორც დილის ჰაერის ჩასუნთქვა და სეირნობა დილის ჰაერზე..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი