არა არ მინდა
აღარ მინდა რომ სიყალბე იყოს ჩემთან.. სიყალბე იყოს ჩემი.. რომ სიყალბეს ვსვამდე ბნელ და ათასჯერ გადაზეპირებულ წყვდიადში.. დღეს ფიქრის დონეზე წამძლია სულმა და ვერ ამოვათრიე ჭიდან წყალი.. აზრებით სავსე.. პატარა ჰაერის ბუშტებით სავსე და ხმებით სავსე.. იქნებ შეიცვალა, ხის ტოტის ბოლოზე მობმული ფოთლის ფერი და გემო.. იქნებ შეიცვალა მიწის სუნი.. იქნებ შეიცვალა მაგიდის გადასაფარებლის დაკაწრული კუთხე.. როცა ბავშვი იყავი, ან რომ წამოიზარდე.. რომ გინდოდა შენს კანს სინათლე შეხებოდა.. ან შენს ტანსაცმელს.. ან ლოყებს.. ტუჩებს.. იქნებ შეიცვალა ხის ტოტის ბოლოზე მობმული ფოთლის ფერი და გემო.. დილის ხუთზე დაუბარებიათ ინფორმაცია და საღამოს შვიდის თხუთმეტ წუთზე გაუჟღერებიათ.. არ არის კარგი ჭის წყალიო სასმელად.. და სასმლის მაგივრად სისხლი უსვიათ.. პატარა ჰაერის ბუშტებით და აზრებით სავსე.. ფანჯარაზე ორთქლი მიუსხიათ და გული დაუხატავთ.. რეფლექსურად..არადა არავინაც არ ყვარებიათ.. წლებ გამოვლილ,დაძარღვულ მუხლებზე ხელი გადაუსვიათ.. და როგორც რომერის კადრში ანათებს მუხლების ექო.. განათებულა მთელი ტყე და სოკოებს შვილები გაუჩენიათ მშობიარობით.. აღარ მინდა რომ სიყალბე იყოს ჩემთან.. სიყალბე იყოს ჩემი.. რომ სიყალბეს ვსვამდე ბნელ და ათასჯერ გადაზეპირებულ წყვდიადში.. დღეს ფიქრის დონეზე წამძლია სულმა და ვერ ამოვათრიე ჭიდან წყალი..აზრებით სავსე.. პატარა ჰაერის ბუშტებით სავსე და ხმებით სავსე..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი