ორმოცი ლიმნის ბაღი.


დაკეტილ კარებს უყურებ,უნდა უყურო..ისე მაინც არ გაიღება
რძის ფერი სევდა ჩამოკიდე პალტოს ადგილას
და დაემალე ორპირ ქარებს,სავსე მთვარეებს
უგემურ საჭმელს მიირთმევდი როცა წავიდა,
თან გაიყოლა ათასი ცრემლი,იმისთანა..
თოვლად დადებდა სამოთხეებს და დანაშაულს
წინ კი ვაშლების კალათა დგას,ხელი დასტაცე..
ბავშვივით გარეთ გავარდი,კიბეს მიადექი
ქვეშ მოექეცი სადაც ხალხი სახეზე გივლის
და მზის ამოსვლა ჩააქრე..
დაფნა ირხევა სახლის უკან და ღამეები
მოლურჯო არის ვით იასამნის მწველი სურნელი
მეზობლის ლიმონი მოიპარე,რაღაც ღარები..
ამოავსო მეზობელმა მეორე დილით..
მიწა გათხარე ამოვსებულზე ლიმნის მოგლეჯა როცა მოგინდა
და დაფნას ტოტი მოსტყდა იმ ღამით..განთიადს..
შენი ქურდობა ბავშვური არის და გახმაურდა,
თითქოს შენს სახლში მთელი ღამე შუქი ანთია..
სოფლის ჭორიკანა დედაკაცებმა ლიმონი აკრიფეს და მოკრიფეს ხეებიდან..
რადგან ხმა არის გავარდნილი; ორმოცი წლის კაცი როგორ ქურდობს..
კიბის ქვეშ ჯდება..
ჯდება მორალის უხსენებლად ამხელს ზმანებებს,
სახლის შიგნით კი არავისაც თურმე არ სძინავს..
ჭკუიდან გიყვანს საათის ხმები თავს არ განებებს
ისე გატკიებს მარტოობა ფიქრში აწყობ ნავს,
რომ გადაცურო ეს ცხოვრება
კიბის გადაღმა გაიხედო სადღაც შორეთში..
იტალიური შუქურები გეგონა ოცნება
ალიგიერი ჩამოგყვება ბნელ ჯოჯოხეთში..
აი რამდენი ალოდინე აწმყო დროება,
მაგრამ არ იცი კვლავ რა გინდა და ცრემლებს აფრქვევ.
შემდეგ წელიწადს ლიმნის მოპარვა არ გედროვება..
სიკვდილის ცივ სუნს ისევ და ისევ ხველებას არქმევ..
გაგასვენებენ დაფნის ჩრდილში გინდოდა ჯდომა,
ფორთოხლის ბაღში დაგკრძალავენ გარსია ლორკა..
გულის ცივებამ შემოგიკლა,ყინულის ომმა
ბოლოს და თავში იქეცი ძაღლად დაიწყე ლოკვა..
ციცინათელა გამოკეტა ,,სპიჩკის" კოლოფში ბავშვებმა ორმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი