ლექსი


ყურის მოკვრისა იყო ჟამი ცოტა ხნის წინად
წვიმების დარი უკუ იქცა და იქორწინა
უტყვი ლაშქარი ამოძრავდა ჩამოიშალა
ყოველი ვნების უქმი კოშკი სრულ მოიშალა
მარაოს ჭერა შეიფერა ქალმა ქუჩაში
ნაფერ ბაგეებს ულოღნიდა ბილწი ულვაში
მოიცა!წამით გაიელვა ქისტის ფერებმა
ცხენი მომგვარეთ,არ უმტყუნოს თან რომ ფეხებმა!
გაჰქროლე წვიმას შევეფაროთ,დაუხვდი მერანს
იქნებ წყეული კარიბჭედან დავუსხლტეთ ვერან
სააქაობო გულის ტკივილებს,ვნებების აშლას
ნასობ ისრებად გამოთლილი ლავიწის დაშნას
სატრფოს შევკადრებ შემიფაროს,იფაროს წვიმაც
მთის შვილი მთაში ლაღი არის შეიგრძნო წვივმაც
მოიცა!წამით გაიელვა ქისტის ფერებმა
ცხენი მომგვარეთ,არ უმტყუნოს თან რომ ფეხებმა!
გუთნის სათრევად იკეცება რქიანი ლეში
დღეს მშიერ ქართველს დაუფასე,გაგიცვლის თხლეში
საკუთარ ნამუსს..
როგორ მარტივად,სულის ჟრჟოლვისგან გაიყიდება
ჩამოღამება შეიქმნება გაიკიდება;
ძველი წიგნები,იარაღი,დედის ნივთები..
ტყეს შეხიზნული,ცეცხლის კვამლზე წამით ვინთები..
ომი არ იყო დაილია მკლავი ვაჟკაცის
დღეს ომი არის სუსტი,ჩუმი და უსაბაბო..
შენ,რომ იცოდი ლეგენდები წარმოსთქვი ბებო
მოიცა!წამით გაიელვა ქისტის ფერებმა
ცხენი მომგვარეთ,არ უმტყუნოს თან რომ ფეხებმა!
ჩვენც ვთელოთ ასობით ნათელი კვალნი
ნაფეხურებზე ავადინით ღვთიური კვამლი..
მაშ,ნუთუ მერანს,სატრფოს მფრინავს ვერ ხედავ მარდო?
დაიგვიანე წვიმები არის ჯერ გზაში მარტო..
მოიცა!წამით გაიელვა ქისტის ფერებმა
ცხენი მომგვარეთ!არ უმტყუნოს თან რომ ფეხებმა..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი