გამოვიცვალე
გუშინ ფანჯარას ვიღაც კაწრიდა სევდანარევი ნერვის ფასადის შემოდგომაა და დღეს გაწვიმდა ოთახს სუნი აქვს ცხელი ასანთის მე ადრე,როცა შენზე ვფიქრობდი ფიქრი არ იყო ასეთი ნელი, ქუჩაში სალამს ვიღაცა ითვლის ქუჩაში სალამს ვიღაცა ელის როცა სიტყვები მთხოვდნენ მეკოცნა ფიქრი ქრებოდა და დავცურავდი ახლა სიდინჯემ მე გამაოცა მიმღერა კარმა როცა ვხურავდი შემოდგომაა ხეტიალს ელის ქალის მოქნილი ტანი ქუჩაში და მხრები ვაჟის,თითქოს საყვარლის ლოდინისგან რომ სძვრება ულვაში იმ ქალბატონის მოქნილი მზერა რომელმაც მკითხა: რას საქმიანობ, რომ შევთავაზე ჩაი და ვერა, მითხრა არ მინდა დავაგვიანო გუშინ ფანჯარას ვიღაც კაწრიდა სევდანარევი ნერვის ფასადის შემოდგომაა და დღეს გაწვიმდა შენს პალტოს ასდის სუნი ასანთის. 30 სექ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი