გაჩერება
მეძინება,მაგრამ სიცივეში ძნელია. მისი პალტოს ხმა,ისევ ირევა ადგილები, ლიმნის გემოთი სავსე ადგილები.. სახლის უკან ყოველ სეზონზე სამი ნაძვი დგას, გამართე საუბრით. შენი თავის ჩემად მიკუთვნებით.. ღიმილით.. ოთახში ტკივილს,მხოლოდ ის ქმნის,რაც უნდა იყოს,მაგრამ არ არის.. თორემ,რაც არის უკვე..მხოლოდ გადაჩვევაა.. სიტყვები აღარ გამახსენდება თუკი არ შეგეხე. ვეღარ დავწერ თუკი არ გნახე.. ახლაც,ისე მინდა ვთქვა ის,რაც მინდა.. ხომ გესმის? ხანდახან უარს ამბობ იმაზე,რაც ყველაზე მეტად გსურს.. და მეშინია ამის გამო არ გამკიცხონ. ჩიტი რომ ვიყო,რომელიც თბილი ქვეყნებისკენ დააპირებდა გაფრენას, შენი გულისკენ გამოვფრინდებოდი, ისე თბილია ყოველი ლამპიონი.. ოთახში კვამლია,მომწონს.. ყველაფერი დამავიწყდება თუ ვეღარ გნახე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი