სალის
ვინ მოსთვლის რამდენი აორთქლება გამოვიარე მე და შენ ვიაროთ აუწევლად თავების ცისკენ როცა შეღამდა,მე ვტიროდი გამოიარე.. თვალებს უშვებდი,იწეოდნენ კვლავ დაისისკენ ღვთის სახებაში ამოვიცან ნიშანი სამი გვირილებმა კი შფოთვა იწყეს ისე უწყვეტი აბა მითხარი როგორა ხარ?ძვირფასო სალი მე დარდიანად გავიმართე როგორც ქვის სვეტი გადამავიწყდა ბაღები..და ყველა საქმე მოსანატრებლად ეფინება ფეხებს ფარაჯა ძლიერ რომ მინდა ავმაღლდები?ნეტავი სადმე ფრთები ვამზევრე უნებურად მოვიძრე მაჯა ღმერთო იწვიმე.. აქამდე მელანს მე არ ვცნობდი თითებს ვიმტვრევდი და დაღონებით ერთად ვკრეფდი ოლიმპოს ღრუბლებს სამყაროს ეშხით განაბული სუნტქვას ვირევდი საწყალობლად კი დამათრევდნენ სოფლის ღრუები შემოდგებოდა ყოველი დღე არ ღამდებოდა ტკივილის ყნოსვით დაეცემა ზღვის ენებს სარი გვერდული ქარი ბერდებოდა და ხანდებოდა ნაჭრის მაგივრად მახათი ვკემსე,მითხარი სალი.. ახლა როგორ ხარ? მე კითხვებს ვწონი,უქრებათ ფასი არ საღდებიან ჩამწვარი ფერფლი მიმანიშნებს თითქოს მარტო ხარ როგორც გითხარი რწმენას მივსდევ,არ სამდებიან.. ნანატრ დროების სუნი დგება,ვიცი გელოდა ნახე აღარ სჩანს მიიმალა მექნარე ნოტის, მაგრამ შორიდან ისევ ისმის უთქმელი ოდა ხეს აღარ მოსწონს აყვავება თავისი ყლორტის იმ დღეს რომ წვიმდა არ ვიცეკვე და ახლა ვნანობ მაინც ამოვა ბალახი წვიმის თუ გინდ დახანი არ უნდა ბაბუს იყოს ყვავილი მე მაინც ვამყნობ რომ ვაღიარო მენატრები ამდენი ხანი გემო გაუვა?მითხარი როგორ გრძნობ? იქნებ მარტო ხარ გარეული ამხელა ბრბოში და დარდიანობ მე სულ ყოველთვის ვეხეტები.. შენ საქმიანობ.. ჩემს ჩვენებებში უამრავჯერ მინახავს ჯიხვი მაგრამ ავაზაკ ამ მიდამოს არ აქვს კლდე სალი, მე დამავიწყდა როგორ იყო?მითხარი სალი არცკი მიხსომებს მონაბერი უძირო ქარი ბოროტებას ვგრძნობ აღარ ძალმიძს რომ შევაკავო და ალბათ მართლაც ეშმაკის სახე ეს არის ქალი უგუნებო ვარ ეს ჩვევები ვის შევადავო? მზის სხივი მხიბლავს,მხიბლავს თანაც საოცრად მართობს შენ ისიც იცი როგორ მომწონს კლდეები სალი სმას ხომ ვერ ვიტან მარტოობა უსმელად მათრობს მაგრამ მიზეზი,მიზანი ხსოვნის მითხარი სალი. ეძღვნება მეგობარს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი