°°°
აი მე შემხედე დაღამებამდე ასე ვიჯდები და თვალს ვაპარებ ღრუბლის შტოში ამოსულ მუხას მომღერლრბი უკვე დაიტანჯნენ,გუშინწინ იღებდნენ ფესვებს გამოკაულ ფარდად აფროდიტე,მელნის ნაფიქრალი შევაბამ სამკაულს ყლორტი ავირიდე დროებს ჩავუსაფრდი.. მისი სხეულების ნაწილს მიყრდნობილი შემიყვარდა საჩრდი.. თითქოს გალურჯებულ ცების სილამაზემ თვალი გამიშტერა ქვიშის ნაწილები მიწის გამოგონილ საათს თამაშობენ ახლა კანის ფეთქვა ისე აგონიად აღარ მეჩვენება როგორც ათას შვიდას ათას ათას დღეებს ადრე შეჩვენება მაშინ თუ მეცინი ერთობ ნაღვლიანო ტაში გაიხსენე შენი შენიშვნები კეფას ავიკარი ფეხით გადავთელე თოთქოს კანის ნიშნად ლურჯი ხავერდები ხალის ტონს ადებენ შენ კი მიზეზებით,რაღაც უდიერი ყური შეიბერტყე ამ დღეს ამ საღამოს მარტოობა ვიგრძენ როგორც ლუციანო..როგორც ბეთჰოვენი ნიკო ფიროსმანი..მკვდარი ჭების დასტა მესმის უსაშველო კაკლის სიდიადე ცასთან სიახლოვე.. თითქოს ლურჯი ცების ასე ჰარმონია სიკვდილს მომაგონებს.. ფერით რაღა დროა ნახე მოლურჯოა თანაც ალუბლები! როცა ვოცნებობდი ერთი ჩაიღიმე ღრუბელს ავუყევი ღამე ქართან ერთად მარტო განთიადი სულაც არ მაწუხებს შენ კი ის მითხარი ღრუბლის სამოსახლო არსად არ არსებობს ჩემი ოცნებები წამსვე დაამტვრიე სახლში მომეჭერი დამცინავი ტონით გვირილის ფურცლები ერთად შეაგროვე წყალში მომაფანტე ლაღი ოცნებების ქოხი ამოჭერი ძილი მომერია რაღაც უსაშველო მეტად მოთმინების ცების სიმფონიებს ყური გადავუგდე სხეული ჩავაქრე ლურჯი ცების ფარდა ისიც განტევებით ძლივასღა გავაქრე ქუჩას მივუყევი ცრემლი დაუვარდა გზაზე ბარათაშვილს მკერდი შემოვხვიე,თვალი გავუსწორე,ერთი შევარხიე გულის ტკივილები შემომაწვა მუნჯი როგორც გალაკტიონს შენ კი გაიღიმე ისევ სინანულით ცებთან მიირბინე თითქოს ლურჯი ცების ასე ჰარმონია სიკვდილს მომაგონებს ..ფერით რაღა დროა ნახე მოლურჯოა თანაც ალუბლები! როცა ვოცნებობდი ერთი ჩაიღიმე ღრუბელს ავუყევი ღამე ქართან ერთად მარტო განთიადი სულაც არ მაწუხებს ღრუბლის სამეფოში ჩემი გულის ძგერა ჰადესს მოვუყევი..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი