ყოველ წლის ბოლოს


როცა პირველად გადავისვი ქარების სივრცე
ჯიხვის რქებივით აღმართული კლდეები ვნახე
ერთი თვალი შევავლე და მის მერე თვალთ დამიბნელდა
სოფლის ირაოს მიმსგავსებით ჩიტების ფრენას,
უჟანგბადობას ჩავუსაფრდი ოცნების დენას
მონოტონური გაცვეთილი ფიქრები იდგა 
ხეობის ბაბუ,იპარავდა ქურდივით შობას
არავის ჰგავდა და მაგიტომ ინება შობა, 
შორი-შორს ეგდნენ ნამთვრალევი ნაძვები 
არ თოვდა,ცვიოდა ნანების ელფერი
სინანულს იცვლიდა კანივით ტოროლა,
კლდის განიკვეთიდან ჭაობის სიღრმემდე
დახტოდა წვეთები სულ თითოოროლა
არ თოვდა,მზის სხივებს იპარავს ბაბუა
გარდაცვლილ ნაკვეთებს გასცქერის უხეში
მთელი წლის ნათოვი დატია უბეში,
არ თოვდა,გაავდრდა ტირილის სუნით და 
ტონური გრძნობებით იყვავა დუმილმა
ნამთვრალევ ნაბიჯებს ეტყობა ტყუილი
უკაცო სოფელში ბაბუას ყმუილი..
ესმოდათ,ნაძვებს და ტყეებს და მიწებსაც..
ფიქრობდნენ წაყვანას გამქცევი ჯარები,
გაქროდნენ თანახმად დილიდან დილამდე 
თვალებს ქვეშ ამოსვრილ კოცნით წადილამდე
მშვიდობით აფრენას იპარავს განივი
კლდეების სიჭარბე სამყაროს პირამდე
ამშვიდებს გვირილებს,ნაძვებს და შესმენებს
იპარავს ბაბუა ნაზამთრალ სტრიქონებს
არ თოვდა ცვიოდა სიცივე გავლილი,
ცის ნაზი სილურჯე ბაბუას ძახილი
ქრის როგორც წადილი ელფების სურვილი
საჩუქრის გამღვრევა ხეობის გუბეში
არ ახსოვს,მოთოვა?შარშან და შარშანწინ 
მონადენ ცრემლებში იპოვა ნუგეში
დანათეს გვირილებს ჩაუთქვა სურვილი
ცოტახანს დავიცდი წამოვა ფიფქები თუკი გაისმება ამქვეყნად დუმილი
მაძღარი წიოკი გაწყვუტა ტოროლამ ჩაჩუმდა ირაო სიზმარის
არ თოვდა ცვიოდა წვეთები სიზამთრის
განაყინ ნაოჭებს გარდაცვლილი აფთრის
დასჩემდა ღრიალი უსიტყვო ძახილი
მოჩანდა ბეზრებით მფრინავი მარხილი,
ვით ჰფერის ფარაონს,ოდისევსს იუდას
ჩვენება ძილამდე ფრენებში აჩრდილი
სიმცირის გაზომვით,ძიებით სულების
გასინჯვა ფერების მიწის და ვნებების
დასჩემდა ბაბუას ჭკუიდან გადასულს
შესმენა—გრძნობების
ბგერების—შეგრძნება
არც ცას და წვიმასაც არ ჰქონდა შეგნება
დანათეს გვირილას ჩაუთქვა სურვილი
თოვლი გათოვლდება,მომავალი ხსოვნით თუ მახრჩობს წყურვილი
თუ სამის დათვლამდე ჩიტი აფრინდა
თუ ჯიხვმა სოფელი სიკვდილით გარინდა..
არ თოვდა ცვიოდა ბეზრება მუჭებით
ბეზრება მოთეთრო თოვლის ნაჭუჭებით.


მიძღვნა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი