გაორება
მგრძნობიარეა თეთრი თოვლივით კანი, მონადირე ჩუმი ნაბიჯით მიათრევს თოფს, ღამით გმინავს სარტყელებად დამაგრებული ვარსკვლავები..დილის ცაზე, რა მგძნებარეა ყვავილი..თავს ყოფს.. ამომავალი მზის ყულფში,ისმის გასროლა.. ყოველი ღამე დაღამდება იმგვარ შეგრძნებით,თითქოს მთებიდან უნებური თოვლი წამოვა.. შენი თვალებიდან..ვეღარ ისმის ჩვეული სონეტი.. და გასროლისას იღბლიანი ძველი მონეტა, დაეკარგა მშიერ მეთევზეს! არასწორია ფიქრი..თითქოს არსებობდეს სიცივე სითბოს მოსაფიქრებლად.. არასწორია თევზაობისას გასროლა.. თეთრი კანი დაიმჩნევს დაღამებას და შენი სული, ყულფში გაიხლართება.. არ სურდა დილას ცხოველების ასე დაფრთხობა, მაგრამ კი დაფრთხნენ,დაიფანტნენ.. ფიქრებს გადავდებ მომავალი გაფიქრებისთვის.. მონადირემ საფანტი დაფანტა დაფიქრებისას.. იმდენად შეზარა ლეშის სუნმა-ჩუმი მეთევზე.. და თვითმკვლელობას კაპიტანი ეცადა გემზე.. მაგრამ გადარჩა.. აღარ არის სიტყვა ლამაზი.. აღარ არის სიტყვა ხმოვანი.. შიშველი ვარ ყველას წინაში,სამოსი გამაძრო შეშფოთებამ.. რა საბრალოა სულიერი ყველა არსება.. რა საბრაოა ყველაფერი,რაც კი არსებობს..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი