მოვედი


ძვირფასო..ძვირფასო..ძვირფასო..
როგორ მძულს,როცა სდუმხარ..
ზაფხულში სკვერი მშვიდია,წიგნს ვშლი,ვჯდები სკამზე და ვიწყებ კითხვას..
გამოიარა მეგობარმა,რომ ვხედავდი და ვხედავ ხოლმე ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ცოცხალი ვარ,გამოიარა და მითხრა სიტყვები,რომლებმაც სიხარულზე სიხარული დამიმატეს..აბა ძვირფასო მითხარი ნორმალური ადამიანი ასე ქუჩაში სიტყვებს უნდა დასდევდეს და ამით ბედნიერდებოდეს?..
სკვერში დავჯექი,გადავშალე წიგნი და კითხვა დავიწყე..
გამოიარა ვიღაც უცნობმა,ლამაზი დღე მისურვა..ამეტირა,
აბა ძვირფასო მითხარი,ნორმალური ადამიანი,ასე ქუჩაში ადამიანების ღიმილის გამო უნდა ტიროდეს?
ზაფშულში სკვერი მშვიდია,თავს ვწევ ცისკენ და ხეებს ვაკვირდები.
მე არ ვიცი რამეს თუ შევმატებ სამყაროს..და უფრო სასაცილო,მე ის არ ვიცი რამეს თუ შევმატებ ჩემს თავს..
დამტოვე,გვერდით დამტოვე,ახლოს..აი ისე,როგორც მელოდია ლექსის მოყოლისას,რომელიც რომც არ იყოს არაფერია..
არაფერია..
მე უკვე მოვედი,
ადამიანები დასამშვიდობებლად იმის გამო ბრუნდებიან,რადგან დარჩენა უნდათ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი