უსახლკარო მზე_3(ამონარიდი)


-ოო შეეშვი მაგას და მოდი პლედის ქვეშ_თავი გვერდით გადასწია და ყავით სავსე ფინჯანი შეატოკა..სადაცაა დაიქცევა და თეთრ კანს დაიწვავსო,გაიფიქრა მის წინ მდგომმა და მაგიდაზე მოთავსებულ დაშლილ რადიოს მიუბრუნდა_შეეშვი..და მოდი პლედის ქვეშ.

წვიმიანი,ხვატიანი დღე იყო,როგორც ყოველთვის..გაფიქრებისას ცრემლები უგროვდებოდა თვალებში და მის თბილ სახეს დაჟინებით უყურებდა მხრებით..არ ბრუნდებოდა,როგორ სურდა ახლა შებრუნდებულიყო და მისი პატარა,ნაზი მხრები უხეშ მკლავებში მოეთავსებინა,მაგრამ ეშინოდა..

-ნუ მაბრაზებ!_ხმამაღალი მუდარა და ღიმილი იგრძნო,შეეშვა ხელსაქმეს და ფანჯარასთან მივიდა,დარაბზე ჩამოჯდა..

-საიდან გესმის ის,რაც მეც კი არ მესმის ჩემში?_სურვილს ვერ იოკებდა..მის თმას,ყელის ჩაყოლებაზე ბუნებრივ სუნს და კისერის თეთრ კანს იხსენებდა..ეშინოდა მიკარება,რადგან ფანჯრის გაღმა გამოსულს,არ სურდა ჯადოსნური შეგრძნებები გამქრალიყო.
რაფას არ შორდებოდა,მხრებით გრძნობდა მისი სხეულის მოძრაობას..

-მესმის,რადგან შენ გავხდი_ფინჯანი იგრძნო მკლავზე..მერე წელზე ხელებიც და საბოლოოდ ბეჭებზე უდიდესი სითბო შეეხო_რადგან შენ გავხდი და ახლა ყველა შენს ტკივილს გულით ვატარებ_ჟრუანტელმა დაუსეტყვა მთელი გრძნობის ორგანო..განა იცოდა რას შეადგენდა ეს ,,ორგანო"? მაგრამ ჯიუტად ესობოდა ვარდის ეკლებივით მწარე..და სურნელოვანი სიტყვები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი