სათაური


ცივი დღეა.
დილით ჩიტები ფრთებს შლიდნენ და რაღაც დამსხვრევის ხმები შემოდიოდა ფანჯარაში.
სხვანაირია ღამე,როცა თოვს,სიჩუმეა და ყეფს ძაღლი..
სცივა ან შია ან უბრალოდ უნდა და ყეფს..
მაგრამ ყველაფერი,რაც კი ხდება,ხდება მიზეზით.
ყველა მცენარეს დარაბებიდან დავავლე ხელი და შინ შემოვზიდე..მერე ხეებს გავხედე და მეწყინა,რადგან მათაც სციოდათ.
ძალიან გინდა საუბარი,შეიძლება ვერც იაზრებ იმდენად გინდა უთხრა,რომ ახლა..ამ წამს ყველაზე, ყველაზე სევდიანი ადამიანი ხარ სამყარში,მაგრამ ჩერდები,ჩუმდები..ბრაზობ ხელებზე,რადგან იცი ვერ გაიგებს,ვერც თქმას და ვერ სევდიანად ყოფნას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი