კვი,17 აპრილი.


რამდენი ხანია სიჩუმეში არ გავჩერებულვარ.
ბეჭებზე რაღაც გაუთიშავი აზრები იწერება..მერე ქრება,მერე იწერება,
ადამიანებს რა უნდა მისცე(?) შეიძლება არც არაფერი მაქვსო იფიქრო და ძვირფას რაღაცებად არ ჩათვალო სიტყვები,რომლებსაც წარმოთქვამ..
გუშინ გზასთან ახლოს ვიღაც მღეროდა,მე ვიგრძენი რისთვის ღირს სიცოცხლე,არც შენ იყავი და არც არაფერი მქონდა,რასაც თვლიან არსებობისათვის მნიშვნელოვნად უბრალოდ მოსმენა შემეძლო..ძალიან მინდა გავჩერდე,სადმე უბრალო ადგილას ჩამოვჯდე და ფიქრები მელოდიებად იქცნენ,იმ ადამიანის ხმას შეერიონ,რომელიც გუშინ გზასთან ახლოს მღეროდა,ხანდახან გაგახსენდება რაღაცები,რაც არ უნდა გწყენოდა მაგრამ გწყინდა,მერე თავს გვერდით გადასწევ და გაგეღიმება,რანაირი ვარო გაიფიქრებ..
ვჩერდები..ყველაფერი კარგია,ყველაფერი(!) მაგრამ სიჩუმეს არ მგონია ჯობდეს რამე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი