რას უნდა ნიშნავდეს


შუადღეა.
ისევ ვფიქრობ იმ ყვავილების გამყიდველზე,რომელიც გუშინ ვნახე და რომლის ნახვამაც მერე მთელი დღე გახარებული მამყოფა..
მერე მე მოვედი,დავიწყებული მქონდა რამდენად მინდოდა მეყიდა ყვავილი,უნდა შევცვალო ის,რაც მაბრაზებს..უნდა შევცვალო,მაგრამ მავიწყდება.
გუშინ ყვავილების გამყიდველი ვნახე..
მერე გამახსენდა რა ლამაზია,როცა შემიძლია შენს ხელებს ვეხებოდე,რა არის ლამაზი არ ვიცი..მე მიყვარს აივნიდან გაკიდებული სარეცხის ყურება,ფერადი სამოსის,რომელიც მზეზე შრება,მერე როცა სახლში შეიტან მზის სუნი აქვს..თითქოს რაღაც კვალი რჩებაო ამინდის,
მაშინ მე ვამბობდი,არა მაშინ დაფიქრებით არაფერს ვამბობდი,ჯობია იყოს დღეები ისეთი,როგორიც ეს წამია. იმისთვის რომ ფიქრი შევძლო,ბევრგან ვამბობ,მე ჩემი თავისა არ მესმის ამ წამს..მე ჩემი თავის არ მესმის,იმდენი რამ მინდა რომ ვთქვა,ვფიქრები და წარმოვიდგენ როცა არ ვიქნები,რომ ვეღარ შევძლებ ვუყურო იმას რისი ყურებაც მინდა,
ამბობ,რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება,რომ ყველაფერი ისევ ნორმალურობას დაუბრუნდება,ეგ თითქოს სიმშვიდესაცკი მაგრძნობინებს,მაგრამ მე ვიცი,რომ შენც კარგად ხვდები,ვიცი არ იქნება ისე როგორც ამბობ..
გუშინ ყვავილების გამყიდველი ვნახე..და ვკითხე თუ იქნებოდა იგივე ადგილას ისევ ეს დღეები,მითხრა რომ არ უწყოდა და დღეს რომ შევამოწმე იქ აღარ დამხვდა..მე მიყვარს აივნიდან გაკიდებული სარეცხის ყურება და ფიქრი,რომ არაუშავს თუ დარდი უზომოდ დიდი იქნება,რომ არაუშავს თუ ჩემს თავთან ისევ მარტო დავრჩები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი