0 14

30.04.22


აი ხომ შეიძლება დღე დადგეს და ადამიანი დაბრმავდეს,მე ხან იმას ვფიქრობ ხოლმე რაღაცების დანახვა რომ არ შემიძლია ეგ რაღაც მნიშვნელოვანიდან გამომდინარეა,მაგრამ საწყენია,დარაბებიდან ყველაფერი ლამაზია,ახლოს რომ მიხვალ ისე უშნოვდება,ესეც საწყენია..რომ ვამბობდი,რომ არაფერი არასოდეს მწყინდა,მაგრამ რამდენი რამ ყოფილა საწყენი და ვცდებოდი მაშინ,მელოდიები მესმის,მელოდიები,მელოდიები,მაგრამ ვერ ვფიქრობ,როგორც წარმომედგინა რომ იქნებოდა მარტოობის წამები,ისეთი არ არის,მაინც მარტო ვიყავი,რადგან მე ვფიქრობ ისედაც ყველა მარტოა,მაგრამ ხომ ვფიქრობდი რომ იყო რაღაც რაც სიმარტოვეს ხდიდა გასაგებს,გასაძლებს,მარტივი არ არის,როგორც გინდა რომ იყოს,ცდები ბევრ ფიქრსი და ეგ ზუსტად იმის გამო რადგან ბევრს ფიქრობ,გუშინ მე მომავალზე ვფიქრობდი,მერე გვერდით გავატრიალე სახე,უსტად ისე როგორც მჩვევია და გადავწყვიტე რომ ეს ფიქრი ჩემი საქმე არ იყო,რომ ეს ფიქრი უბრალოდ ჰაერში გამოკიდებული მატერია იყო,რომელიც სიმარტოვეში ქროდა,მახსოვს,ის დროც ასეთი იყო,ზევით რომ ავიხედე და გითხარი რომ მეც მინდოდა ცაში ვყოფილიყავი გამოკიდებული,შენ არაფერი გითქვამს,მაგრამ კი ფიქრობდი ბევრს.
კომენტარები (0)