თვალები მიმძიმდება


დაორთქლილია ოთახის კარი..
სადღაც ამოვიკითხე მახსოვს,რომ ძნელია ცდუნებას გაუძლო-არ დაწერო საყვარელი ადამიანის სახელი დაორთქლილ მინაზე..მაგრამ კარზე შენი სახელი არ გამოჩნდება.
მიყვარდა ადრე,როცა დილით ჩიტების ხმა მაღვიძებდა.
 ახლა რომ მახსენდება ვერ ვფიქრობ როგორ ვცხოვრობდი,რაღაც უცნაური ქცევები დამჩემდა..
ბოლო პერიოდია თითქოს კიარ ვცხოვრობ,ვიღაც ჰაერში გამოკიდებული ადამიანის თვალებით დავყურებ ჩემს თავს,როგორ ცდილობს დაეწიოს ბედნიერებას,მაგრამ ვერ ეწევა..
ცივა..მაგრამ ნეტა გარეთ ვიყო ახლა და ვიყინებოდე,ზუსტად ისე როგორც ადრე..
იცი ძვირფასო მგონია მე უკვე აღარ ვარ ის ადამიანი,რომელიც ასე ძალიან მომწონდა ჩემში და ეგ მგონი რომ მადარდებს..რაღაც გაკვეთილებს რომ სწავლობს ადამიანი ცხოვრებისეულს საკუთარი თავი ერთიანობაში სულაც არ მოსწონს,ზაფხულში,მიყვარდა მეზობლებზე დაკვირვება თითქოს რაღაც პიესას ვუყურებდი,რომელიც აივნებს შორის მიმდინარეობდა და ეს თანაცხოვრება იყო უამრავი ოჯახის ერთ პლანეტაზე და როგორც მაშინ ვამბობდი ჩემს თავში;
ადამიანი ცხოვრებას თუ იწყებს და წლები გადის,რაღაც სამყაროს მიერ შექმნილ ჩახლართულ ძაფებში იძინებს და მოსწონს ეს ძილი..
დაორთქლილია ოთახის კარი..
სადღაც ამოვიკითხე მახსოვს,რომ ძნელია ცდუნებას გაუძლო-არ დაწერო საყვარელი ადამიანის სახელი დაორთქლილ მინაზე..მაგრამ კარზე შენი სახელი არ გამოჩნდება.(?)
2 კომენტარი

რა კარგია!

გაიხარე თამარ.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი