მითხარი,გავუძლებ?!


..ყოველთვის იყო ასე.
სიბნელეში ჩვენი სუნთქვა შეიძლება ვიღაცამ დაინახოს,ამ დროს თვალის პატარა შავი ადგილები სამყაროებად იქცევაო ასე ამბობენ,მე სხეულზე რაღაც ადგილები მეყინება,იცი..
იმ დღეს ცრემლს ძლივს ვყლაპავდი,მერე სიტყვებმა შეცვალებს..
რა სიმშვიდეა..
აი ახლა,ო არა,მე ახლა მინდა რაღაც უცნაური წარმოვიდგინო,მერე იატაკზე დავწვე,როგორც გარდაცვლილები წვებიან ძირს და გაჩუმდეს ყველაფერი,
ჩემო ძვირფასო..
ეს უცნაური შეგუებაა სიყვარულის ტყვეობასთან?
თუ უცნაური შეუგუებლობაა რეალურობასთან?
მე არ მინდა არაფრის გააზრება,მომშორდეს თავიდან!
რომც ვიყო სულელი,მადლობას ვეტყოდი ყველა დეტალს..
დაუფიქრებელმა ადამიანებმა ხომ არასოდეს იციან რაზე უნდა იფიქრონ..იცი იმ დღეს ვფიქრობდი,ადამიანს რაც არ აქვს იმას აფასებს მეთქი,მერე გამეცინა და ის წარმოვიდგინე ფეხები რომ არ მქონდეს ალბათ მთელი სამყაროს ფეხების არსებობას გამოვიკვლევდი..
დღეს რაღაც შუქმა შემოაღწია სადღაც..
მომენატრა მაშინდელი აწმყო..
სიბნელეში ჩვენი სუნთქვა შეიძლება ვიღაცამ დაინახოს,ამ დროს თვალის პატარა შავი ადგილები სამყაროებად იქცევაო ასე ამბობენ.
..ყოველთვის ასე იყო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი