კითხვისნიშანი


მაცივარმა ხმაური რომ დაიწყო შევამჩნიე,როგორ შეეშინდათ ვარსკვლავებს..
ჩემო სიყვარულო,რანაირია,გასცრის ადამიანს გაგონებაზე..მე ჩემი თავისა სულაც არ მესმის..არ მესმის, რა ვქნა(?)
ფრჩხილებში ვსვამ კითხვის ნიშნებს რაც თავი მახსოვს,მეთქი,რომ წაიკითხავენ თუ არ უნდათ აიღონ და გადააგდონ თქო,იცი მგონი ყველაზე სასიამოვნო თავის ტკივილია შუაღამეს,მე..
არა იცი..
როგორ დავიწყო წინადადება?
მე ჩემი თავი სულაც არ მყვარებია(?)
და მაცივრის ხმას საათის ისრები ემატება,რატომ ეშინიათ ვარსკვლავებს?..
მომბეზრდა ადამიანებზე წერა,
და შენზე წერაც..
იმიტომ რომ,
მე ჩემი თავი სულაც არ მყვარებიაო გაიფიქრა წეღან ვიღაცამ ამ სახლში,ამ სახლში,მთელი ღამე შუქი უნდა ენთოს..
მე მეტირება ხოლმე,დილით რომ ვიღვიძებ..გაჩუმდა ვარსკვლავების შიში,იმიტომ რომ..
ცა დილით უდანაშაულოს მსუბუქ,ცივ სუნს ატარებს..
და მერე ვფიქრდები,როგორ ვამძიმებ მეთქი თურმე მე ამ დღეებს,რადგან ჰაერი საღამოს მძიმეა,
კარგი რა..
კარგი..
გავყიდი მონეტებს,გავყიდი მოსვენებას და მერე ვიყიდი სიმღერას,ღამით შეშინებული ვარსკვლავები რომ როგორმე გაართოს..
ვინ ხარ(?)
მე გეუბნები ჩემი თავი საერთოდ არ მყვარებია მეთქი,რატომ არ გიტოკდება ნერვი..
ვიღაც გუშინ საღამოს იმას ამბობდა ნემსი ძაფში თუ არა თითში იქნება დამაგრებულიო,
და მე როგორც ჩანს მახათი დამიმაგრებია თითში,თითის გულში..
მაცივარმა ხმაური რომ დაიწყო შევამჩნიე,როგორ შეეშინდათ ვარსკვლავებს..
ჩემო სიყვარულო,რანაირია,გასცრის ადამიანს გაგონებაზე..მე ჩემი თავისა სულაც არ მესმის..არ მესმის რა ვქნა(?)
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი