არ არის სივრცე


თვალებს რომ ვხუჭავ,მახსენდება დაძახებები,რომლებიც სუნთქვას მავიწყებს..
იცი ძალიან რომ დავაკვირდი და შორიდან რომ დავაკვირდი სინამდვილეში,ამ დროის მანძილზე..გავიფიქრე,ამ დროის მანძილზე ჩემს თავთან მქონია მეთქი რაღაც ურთიერთობა,რომელსაც მეგონა გავცემდი..
იმდენად მენატრება ძველი ჩემი თავი,სასაცილოც კია.
არაუშავს,
არა მართლა არაუშავს..
იმიტომ რომ ვერაფერს იტყვის ადამიანი ამგვარ რამეზე,
ბავშვობაში მე მჯეროდა,რომ თუ ძალიან მოვინდომებდი ბედნიერიც ვიქნებოდი და ყველაფერს შევძლებდი რაც მომინდებოდა,იმიტომ რომ იმ დროს არ არსებობდა ჩემთვის ის სურვილები,რისი ახდენაც ძნელი იყო.
რა სისულელეა..მაპატიე,ამას რომ ვწერ საერთოდ მცირე ემოციასაც ვერ ვხედავ ჩემში,
დღეს კარგი ამინდი იყო..კარგ ამინდებში ადამიანები სარეცხს ფენენ..მაგრამ დღეს არავის გაუფენია..
თვალებს რომ ვხუჭავ,მახსენდება დაძახებები,რომლებიც სუნთქვას მავიწყებს..
იცი ძალიან რომ დავაკვირდი და შორიდან რომ დავაკვირდი სინამდვილეში,ამ დროის მანძილზე..გავიფიქრე,ამ დროის მანძილზე ჩემს თავთან მქონია მეთქი რაღაც ურთიერთობა,რომელსაც მეგონა გავცემდი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი