მძულს სიძულვილი რომელიც ჩნდება


ლოგიკურია.
სიმართლეს რაც შეესაბამება მეც კარგად ვიცი და ყველამ,
სადღაც ყოფნის დროს მახსოვს,ასე გალობდნენ მაშინაც ჩიტები..
წამიერია გაფიქრება და ტვინის გათიშვა, მერე შეიძლება ცრემლები და როცა გულზე მოგეშვება იაზრებ,რომ თურმე ისეთი დიდიც არ ყოფილა ტკივილი,როგორც ფიქრობდი წამის წინ..
იცოდით? თუ გულაღმა დაწვები იმაზე ძნელი იქნება ცრემლის თვალებამდე გამოტყორცნა ვიდრე რომ იწვეთ გვერდულად..
ალბათ,როცა ცას უყურებს ადამიანი ტკივილს ვერა გრძნობს. აბა მე რა ვიცი.
არა უბრალოდ რაღაც მატკიებს ორგანიზმში მთელ სხეულს,აღარ მინდა რაიმე ვალდებულება მქონდეს,იმის გარდა რომ ვიარსებო.

მძულს წარმოდგენა,რომ შესაძლებელია ახლა..
ხო კარგი..დაივიწყე,არაფერს ვამბობ,არაუშავს,სულ რომ არ იყოს სიმართლე მაინც წარმოვიდგენ და მერე..
ხო..
ხომ გესმის ჩემი? 
ღამით ძაღლები ბევრს ყეფენ,ეგ ალბათ იმიტომ რომ დღისით ადამიანებმა არ ვიცი როგორ უნდა გავჩუმდეთ..
სადღაც ყოფნის დროს მახსოვს,ასე გალობდნენ მაშინაც ჩიტები..
წამიერია გაფიქრება და ტვინის გათიშვა..
მერე შეიძლება ცრემლრბი და როცა გულზე მოგეშვება იაზრებ რომ თუმე ისე დიდიც არ ყოფილა ტკივილი როგორც ფიქრობდი წამის წინ..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი