ვინმე?


ჩემი პირველი ამოსუნთქვა იყო ამაღამ,მე ამ ღამეს საერთოდ არ მძინებია,არსებობს აზრი რომლის შენარჩუნებაც საერთოდ არ მინდა,რადგან ყველა თანხმდება რომ სწორი აზრია..ადამიანი ყოველთვის მარტოა,მეზობელი სახლიდან გამოდის ხმა,ყოველ ღამე ისმის საუბარი, რამდენიმე ადამიანის,ეს საუბარი თავს დაცულად მაგრძნობინებს..მაგრამ ვერ ვიგებ როგორ არ მთავრდება საუბრის თემა,დღეს მე ვერ გავიგე საერთოდ თუ ვარსებობდი,ყველაფერი გაყალბებულია,სადღაც ორ საათში გათენდება,ფანჯრიდან ვუსმენდი ღამის ხმას წეღან,საერთოდ ვინმე თუ კითხულობს ამას არ ვიცი მაგრამ,მე ვერ გამიგია რას ველოდები,ხვალ რაღაც უნდა ვქნა, რაც აქამდე არ გამიკეთებია მარტოს,მარტოს არაფრის კეთება მიყვარს,არ მგონია რომ მიჯაჭვული ვიყო ისევ რაიმეზე ან ვინმეზე,მაგრამ ფიქრები იმის განცდას მიტოვებს,რომ თითქოს,თითქოს რაღაც ფერი მიეცა უკვე ჩემს გონებას და აღარ შეიცვლება..დიდიხნის მანძილზე ვცდილობდი გამეგო რა სიტუაციაში ან რა მდგომარეობაში ვარ კარგად რომ ეს მდგომარეობა შემენარჩუნებინა,მაგრამ არ ვიცი..ხანდახან მინდა სრულიად გავქრე საზოგადოებიდან რომელიც ახლა ამ ცხოვრებაში არსებობს,გახსოვს ზაფხულის ღამეები? მე კარგად მახსოვს..ადამიანმა არაფერს არ უნდა დაარქვა სახელი,რომ არ გაგიჩნდეს პრეტენზია თითქოს სხვანაირს ელოდი,ფანჯრიდან ვიყურებოდი წეღან და ვაკვირდებოდი ღამეს,ოთახის კარი ჩაკეტილი მქონდა და ნაბიჯების ხმა მესმოდა.. თითქოს უკნიდან შემომხვიეს ხელები და დასამშვიდრბლად ჩამეხუტნენ..რამხელა შიშია ჩემს შიგნით და მაინც ვივიწყებ ამ აზრებს,ისევ უფიქრობას მინდა მივენდო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი