უსახლკარო მზე (ამონარიდი)


-ვერ გამიგია სულ იმ ფანჯრიდან იყურება_დღე იყო სხვანაირი,შუა ზაფხულში ქარიანი ნისლი კიანთობდა,ლამპიონებს ერთმანეთს ახეთქებდა,სიცივის სუნი იდგა_სინათლე კანთიელი რომ გახდება ფანჯარას შორდება,სამაგიეროდ პურს ტოვებს ხის დარაბზე.

-ალბათ რაღაც რიტუალივით აქვს.

ფანჯარა იდგა სახლის კედელში და მეორე მსგავს კონსტრუქციას გაჰყურებდა,რა მარტოსულია ქვეყნად ყველაფერი,გაიფიქრებდა და მერე ქარის წივილს იმეორებდა,ოღონდაც მეტად დინჯად..მეტად სასიამოვნოდ..
,,ამ სამყაროში ერთი ქვაც კი არ არის შემოდებული ქუჩის კუთხეში უმიზეზოდ"იმეორებდა გულში და ისევ მეზობლის რიტუალურ ბინდს უყურებდა,რაღაც დუღდა მასში,რაღაც არ ასვენებდა..უმიზეზობა ყველაზე დიდი მიზეზია იყო სევდიანიო,თავის თავში იმეორებდა და მერე ყვავილებს ესაუბრებოდა,რომლებიც ქარის შიშით ფანჯრის გარედან შიგნით შემოდგა

-მოყვითალო..მოყვითალო ყვავილი გაქვს_იღიმის_ვინმეს უთქვამს ეგ? შენი თავი დაგინახავს?..

ყვავილებს ხომ დანახვა არ შეუძლიათო წაიჩურჩულა ვიღაცამ..
ღიმილი შეაშრა და ისევ რიტუალურ ფანჯარას გახედა,იგრძნო,რომ ეს ხმა იმ სახლში მდგომის ფიქრებს ეკუთვნოდა,აიბნა..ჟრუანტელი იგრძნო..
თვალებში ჩახედა,
მუცელი ასტკივდა
თითქოს გულს რაღაც მძინე დაეცა..სულმა ამოიკვნესა..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი