უსახლკარო მზე(ამონარიდი_2_)


მატარებელი ლიანდაგის ხმაზე ირწეოდა,შეუმჩნეველი იყო ადამიანების მიმოსვლა..გარედან შემოსული ჰაერი ძლიერად ეხეთქებოდა სახეს,თოვდა..ღმერთო!..
როცა რაღაცის გაკეთების სურვილი იპყრობდა და ეს ქმედება გამიზნული იყო მუცელი ძლიერად სტკივდებოდა..თითქოს გულში რაღაც ეცემოდა,რაღაც მძიმე..ნდომა რომ იტაცებდა შეჩერებას აღარ ჰყვებოდა.
სისუსტის მსგავსად იგრძნო მთელი სხეული და თავი ტანზე მიაყრდნო,მის კანს შეეხო..სამოსის შიგნიდან გრძნობდა მისი სხეულის სიმხურვალეს

-სხეულის ორიენტირი ჩემკენ გადმოსწიე_გაუნძრევლად ამოიჩურჩულა,მატარებელი რელსებზე წამის მეასედში აქრობდა თოვლს_და მაგიტომ მოგეყრდენი..

მიზეზი უმნიშვნელოა როცა რაღაც გსურს,მიზეზი თავის გამართლებაა..

-რომ მოგიახლოვდი_გაშეშებულმა სხეულმა თქვა,არ ინძრეოდა და თითქოს ნემსის ჩხვლეტას გრძნობდა ამის გამო_შენ რა იცოდი რას ვაპირებდი..

გაკვირვება მიიკვლევდა მისი თმის ძირებიდან წამწამებამდე კანს..აკვირვებდა მისი სითამამე..ნდობა,მიკარება..და ისევ მუცელი სტკივდებოდა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი