..


დაიჯერებს ვინმე?მე ფაქტიურად საკუთარი თავის ანარეკლს მივსდევ ხოლმე დროდადრო უკან,მერე ერთ ხელს მეორეზე ვათავსებ და ვფიქრობ,რა შეიძლება იყოს იმაზე მტკივნეული,ვიდრე გრძნობა,რომ თურმე დაგიკარგავს თავი,რომ თურმე შენ არ ხარ,ვინც უნდა იყო,რომ ეს დრო უცხო ადამიანი ყოფილხარ და ეს დრო დასანანია,რადგან უკვე გავიდა..მერე სიბნელე,ყველაფერი ნელდება,საუბარი ორმაგად მინდება,მაგრამ იმდენად,როგორც მაშინ,როდესაც მძულს იგი..ყველაფერი ნელდება,სარკეებს თეთრ მატერიას აფარებ,სხვა შეიძლება ვერ მიხვდეს რამდენად მნიშვნელოვანია შენი გადარჩენისთვის საუბარი..სხვას,შეიძლება გადასარჩენად სხვა რამ სჭირდება და სწორედ ამიტომ..ახლა ისე მარტო ვარ,როგორც მაშინ,როდესაც საერთოდ არ ვარსებობდი..არ არსებობა ხომ სიმარტოვეს ნიშნავს აზრის სიღრმეში..გუშინ ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი და არ მინდოდა ეს საუბარი დასრულებულიყო,მაგრამ რადგანაც იწყება,მთავრდება კიდეც ყველაფერი..და ის კარგია,რომ დაბრუნება საკუთარ თავში ჯერ კიდევ არსებობს.
17:05
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი