მესაუბრე


-თუ არ ვსაუბრობ მგონია,რომ სრულიად მარტო ვარ,მეგობართან საუბრისას,როცა სასაუბრო თემა აღარა მაქვს და ვხვდები სიჩუმეა მოსალოდნელი გული მტკივდება,ამ დროს ვყვირი რომ ისაუბროს..რომ არა! ,,გთხოვ მესაუბრე დაუსრულებლად"..მაგრამ ვყვირი გონებაში,ისე რომ არავის ესმის,თითქოს სიბნელე ერთიანად მხვევს მკლავებს და არ არსებობს ადგილი,ნათელი ადგილი.._ხელი მხარზე დამადო ამას რომ ვიძახდი,გამაჩერა..ჩემი სხეული უნებური სითბოდ იქცა,როგორ მინდოდა იმ წამს ჩავხუტებოდი.
-ნუ დააჯერებ საკუთარ თავს,რომ თუკი საუბარი არის შველა შენთვის,რაიმეში იყო დამნაშავე..ადამიანები ზედმეტად მარტივად არიან მოწყობილები_ გაიღიმა და თითქოს ტირილი მინდაო თვალებით მანიშნა..
-უცნაურია ეს ადგილები,მე ყოველთვის მგონია,რომ როცა ადამიანებთან ვარ,ჩემი რეალური ნაწილი ჰაერშია გამოკიდებული,ხშირად მინდება,რომ ამდენ ადამიანში უბრალოდ დავიწყო ხმამაღალი ტირილი,რომ შევიშალო,ტკივილების გამო,ყველაფრის გამო ხმამაღლა ვიყვირო.._
ისე დგამდა ნაბიჯებს თითქოს არც მისმენდა,ასე იცოდა ხოლმე საუბრისას,მწყინდა,მაგრამ სინამდვილეში ვიცოდი,რომ მხოლოდ კიარ მისმენდა,ჩემს სიტყვებს,ყველა სიტყვას იმახსოვრებდა,იზეპირებდა..
მერე ისევ მე გავაგრძელე,რადგან თავს დაცულად ვგრძნობდი და არ მინდოდა ყველაფერი მალე დამთავრებულიყო.._,,რა ლამაზია შენი სახე,რომელსაც გგონია რომ რაღაც სჭირს,რადგან ფიქრობ უშნოა.._გავიფიქრე,თქმით კი ვუთხარი,რომ დღეს კარგი ამინდია მეთქი..რომ მოღრუბლული დღე ადასგზის ჯობია მზიან და მტანჯველ დღეს..მისმენდა,რაღაცას ფიქრობდა..რაღაცას განიცდიდა.
   მე მგონი ადამიანებისადმი გრძნობები მიჩნდება მაშინ,როგორცკი მათ გაგებას დავიწყებ..მე მგონი ადამიანისადმი გრძნობა მიჩნდება მაშინ,როგორცკი მისი ტკივილის განცდას ვიწყებ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი