მეგობარი
-ახლავე გარეთ გაიხედე და მითხარი რას ხედავ! -ბნელა,სიჩუმეა,ვხვდები რომ ყველას სძინავს.. -არავის არ სძინავს ნინო,თავიდან გაიხედე!არავის სძინავს დააკვირდი,ყველაფერი შეხებადია თუკი მოგინდა,შენს გონებაში ქაოსია,თვალებში წვას გრძნობ..გაიაზრე. -ყველაფერს ვხედავ. -კარგია -სამწუხაროა,რადგან დავიღალე მაგ ყველაფრით,როგორიც ვარ,ვინც ვარ,თუნდაც ახლა რომ ამას ვამბობთ,რომ ვსაუბრობ გაუჩერებლად..და შემიძლია ადამიანი თავიდან ფეხებამდე ჩემს დარდში ჩავძირო..ამდენი საუბარი,საუბარი,საუბარი რომელიც მჭირდება. -კარგი ადამიანი ხარ..ამდენს როგორ გრძნობ?ამდენს როგორ ფიქრობ?შენში ყველაფერი ლამაზია,მინდა ხელი ჩაგკიდო და სადმე წაგიყვანო,მაგრამ ჯერ მეც არსად მივდივარ ამიტომ მოვითმინოთ..კარგი იქნებოდა ჩემს ოთახს ფანჯარა ჰქონდეს.. -რამეს დავწერ შენზე_მეცინება. -რას დაწერ? -ადამიანი,რომლის ოთახს ფანჯარა არ ჰქონდა.. მომენატრე მეგობარო..მაგრამ არ გეტყვი. 01:35
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
3 კომენტარი
ჰმ..
?
კარგია ♥