სინდისის შესახებ
თუ ადამიანის კულტურობისთვის ყველაზე აუცილებელი მოთხოვნაა ზნეობრივი სიჯანსაღე, ამ უკანასკნელის არებითი ნიშანი აამიანის სამართლიანობისა და სიკეთის საზომი არის სინდისი და პატიოსსნოება. სინდისი–ადამიანის მოვალეობის შეგნება და ამ მოვალეობის გამო პასუხისმგებლობის გრძნობაა, იგი ადამიანის მოქმედების განძრახვხვების შინაგანი მსაჯულია. ადამიანის ზნეობრივ მოქმედებას განსაზღვრავს შეგნების და ნებელობის უნარი. შეგნების მომენტში იგულისხმება არა ცოდნისა დ განათლების დონე საერთოდ, არამედ ადამიანის მოვალეობის შეგნება. სინდისი აქვს სწორედ იმას, ვინც მოქმედებს მოვალეობის შეგნების მიხედვით. იმისთვის, რომ ადამიანმა იმოქმედოს თავისი მოვალეობის შეგნების მიხედვით, არ კამრა მხოლოდ ის ცოდნა, თუ რა ევალება ადამიანს, ძალიან ბერმა იცის, თუ რა ევალება მას, მაგრამ სამწუხაროდ , ყველა როდი იქცევა ამ ცოდნისა და მოვალეობის შეგნების მიხედვით. ზნეობრივი, წესიერი მოქმედების და მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელია ადამიანის პირადი მისწრაფება , მიდრეკილება, განწყობილება, მონდომება ; ესე იგი ადამიანის ნება , ნებისყოფაა აუცილებელი. ამასთან კეთილი ნაბაა საჭირო და აა ბოროტი ნება. როცა ადამიანის ნება ემთხვევა მოვალეობის შეგნებას ანუ ადამიანი იმას განიძრახავს რასაც მისი შეგნება და მოვალეობა უკარნახებს, მაშინ შეგნებასა და ნებისყოფის ასეთი ერთიანობა იძლევა სინდისს, სუფთა სინდისის განცდას. პატიოსანს უწოდებენ სწორედ იმ ადამიანს, ვისაც სუფთა, შეუბღალავი სინდისი აქვს. სუფთა სინდისის გნცდა– შნაგანი სულიერი კმაყოფილების წყარო და ბედნიერების ჭეშმარიტი შინაარსია. სუფთა აქვს სინდისი ადამიანს მაშინ , როცა იმას აკეთბს , რასაც მისი შეგნება და მოვალეობა შაჭიროდ მიიჩნევს. ასეთი დამიანი შეზლება როდესმე სეცდეს და ამის გამო ინანოს კიდეც, მაგრამ იგი ყოველთვის დაზღვეული იქნება სინდისის ქეჯნისაგან. შეცდომის მიზეზი შეიძლება იყოს გონება, რომელიც ზგჯერ ისეთ მოქმედებას მიიჩნევს ადამიანის მოვალეობად, რომელიც არღვევს სამართლიანობისა და სიკეთის მოთხოვნებს. ამას ეწოდება შეცდომა გადაწყვეტილების მიღებაში.ადამიანი შეწუხდება ასეთი შეცდმის გამო, ინანებს თავის დაუკვირველობას, მაგრამ მისი სინდისი მაინც შეუბღალავი იქნება. სინდისი შებღალული აქვს იმას, ვინც შესანიშნავად იცის რა უნდა გააკეთოს, რა ევალება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბოროტი ნების გამო არ ემორჩილება მოვალეობის შეგნებას და დანაშაულს სჩადის. უსინდისობა სწორედ ამას ჰქვია. შეიძლება ასეთი ადამიანი შეცდეს კიდეც და ისეთი რამ მიიჩნიოს თავის მოვალეობად, რაც არ არის ზნეობრივი დასამართლიანი. როცა იგი ასეთი ყალბი მოვალეობის მიმართაც ბოროტ ნებას გამოავლენს და მისდა უნებურად წესიერ საქციელს ჩაიდენს , მისი სინდისი მაინც შებღალული იქნება. ესე იგი სინდისიერების საზომი არის არა მოქმედების გარეგანი შედეგი, არამედ შნაგანი განზრახვა და ნების განსაზღვულობა. ადამიანის სინდისი ილახება მაშნაც, როცა ადამიანის სხვადახსხვა მოვალეობას შორის ჰარმონია დარღვეულია და ერთი ობიექტის მიმართ მოვალეობის შესრულება მოითხოვს მეორე ობიექტის მიმართ მოვალეობის შესრულება მოითხოვს მეორე ობიექტის მიმართ მოვალეობის მოვალეობის დარღვევას. მოვალეობათა ასეთი ურთიერთდაპირისპირების შემთხვევაში ადგილი აქვს სინდისის ქეჯნას. არიან ადამიანები, რომლებიც სუსტი ნებისყოფის გამო მოვლეობას ღალატობენ, დანაშაულს სჩადიან და სინდისის ქეჯნას განიცდიან დანაშაულის ჩადენის პროცესში. ასეთი ადამიანების გამოსწორება შედარებით ადვილია , რამდენადაც მათში ჟერ კიდევ ცოცოხლობს სინდისის ხმა, რაც მოსვენებას არ აძლევს მათ ჩადენილი დანააულის გამო. მაგრამ, თუ ასეთი სუსუტი ნებისყოფის ადამიანი დროზე არ გამოსწორდება , შემდეგ იგი თანდათან ეჩვევა ბოროტმოქმედებას, მისი სინდისის ქეჯნას აღარ განიცდის. ასეთი ხალხის გამოსწორება შედარებით უფრო ძნელია. ძოგჯერ მათი სინდისი მხოლოდ მაშნ იღვიებს როცა გამოიჭერენ დანანშაულში, მათ ბოროტმოქმედებას ფარდას ახდიან და გამოააშკარავებენ. არის ბოროტმოქმედთა მესამე კატეგორია, რომლებიც სინდისის ქეჯნას არ განიცდიან არც დანაშაულის ჩადენის და არც მისი გამოაშკარავების დროს. ასეთ ხალხს უწოდებენ სინდისგარეცხილებს. ესენი არიან სოციალურად ყველაზე საშიში ადამიანები, რომელთა წინაამღდეგ ბრძოლა ყოველი პატიოსანი მოქალაქის მოვალეობაა. სინდისის მოთხოვნა ადამიანის შინაგანი პასუხისმგებლობაა, საკუთარ თავთან სისწორეა. სინდისი აქვს იმას, ვინც ბოროტებას გაურბის არა იმიტომ, რომ მართლმსაჯულობის ეშნია, არამედ იმას, ვინც თავისთავად ვერ ეგუება ბოროტებას და არასოდეს არ ჩაიდენს იმას, უნდაც დარწმუნებული იყოს. იგი ისევე უნდა მოერიდოს საკუთარ თავს, როგორც მოერიდება სხვას. სინდისი პატიოსნებასა და გულწრფელობაში მჟღავნდება. გილწრელი ადამიანი ადამიანი არასდროს არ ჩადის სიყალბეს , არ იცრებს, არ გატეხავს სიტყვას და არ შელახავს თავის ღირსება–თვამოყვარეობას. ყოველთვის ადვილი როდია ასეთი სისპეტაკე და სიტყვასადმი ერთგულება, მაგრამ სწორედ ამაშია მისი ფასი და მაღალი ზნეობრივი ღირებულება. სინდისი ჩემი აზრით არის სულის მწვრთნელი, სულშვე არსებლი ხმა, მისი განუყოფელი ნაწილია რომელიც ძოგჯერ სუსტდება და ძლიერდება , გაქრობით კი არ ქრება, ვინც მის მოკვლას ცდილობს ღმერთ ებრძვის და არა ეშმაკს და საბოლოოდ მარცხს განიცდის. სინდისი– ადამიანის ღირსებაა. ყოველ ადამიანს აქვს არჩევანის უფლება, კაცთა მოდგმიდან არავინ შობილა არჩევანის გარეშე რომ არყოფილიყო და მდგარიყოს. არჩევანის უფლება თავისუფალი ნებიდან გამომდინარეობს, თავისუფალი ნება ადამიანს ღვთიური ნეტარებითა და ბედნიერებით ტკბობის საშუალებას აძლევს აკეთოს ის, რაც სურს, რაღათქმაუნდა დიდებულია. აირჩიოს გზა სიკეთეს და ბოროტებას შორის, აკეთებს არჩევანს , არჩევანს ღმერთსა და ეშმაკს, ცოდვასა და მადლს შორის. ყოვეთვის შეგვიძლია პატარა კენჭი მაინც წაამატოს თავისი სულიეი სახლის მშენებლობას ან პირიქით– დაარღვიოს იგი და ჯოჯოხეთისკენ მიიქციოს. ცხოვრება ერთგვარ საწნახელს გავს, რომელშიც ადამიანი ყურძენივით უნდა დაიწუროს ან წისქვილი – სადაც ხორბალივით უნდა დაიფქვას, ამიტომ ყოველი წამი ჯეროვნად გამოსაყენებელი და ძვირფასია. ეძლევათ არჩევანის უფლება, რადგან კეთილის არჩევა შეძლოთ და მიანიჭონ უპირატესობა თავის განძრახვას. ადამიანს სიკეთის და ბოროტების გარჩევის ბუნებრივი უნარი აქვს, ეს არის სირცხვილის გრძნობა, რომელიც მხოლოდ მისთვის არის ამამხასითებელი, ეს უნარი სირცხვილის გრძნობასთან ვითარდება, სირცხვილის გრძნობიდნ სინდისის სახით ამოიზრდება, როცა მოყვასთან და ღმერთთან ადამიანის ურთიერთობას ეხება საქმე. ზნეობრივი თავშეფასება გრძნობის ამარა ვერ დარჩება. თავშეფასება , მოქცევა აზროვნების სფეროშია რომელიც სინდისის ფორმით ვლინდება. ყოველი ადამიანი უფლის წინაშე წარდგება და პასუხს აგებს მის განვლილ ცხოვრებაზე, ქცევაზე, მადლსა თუ ბოროტ განძრახვებზე. ,,კვნესით შობილნი კვნესთვე ვკვდებით, მიწის საჭმელი ბოლო ჯამს ვხვდებით’’ ადამიანისათვის ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყოველივე სასარგებლო არ არის. დღეს ხშირად არასწორად ესმით თავისუფალი ნების შინაარსი და ავიწყდებათ რომ ადამიანის ბუნება დაცემულია , ნებელობა კი ცოდვისაკენ მიდრეკილი . ცოდვა– გვძულს და მხოლოდ სიკეთე გვინდა. ეს გახლავთ ჭეშმარიტად თავისუფალი ნება. პირველად ადამანმა ღვთიურ დიდიებას მიწური გრძნობის მონობა ამჯობინა, ეს არის შემთხვევითი, ეს ნაბიჯი პირველმა ევამ გადადგა და გაწია ხელი აკრძალული ვაშლისაკენ, ასევე კაენმა თავისი ძმა აბელი სასკვდილდ გაიმეტა, კაენი ვერ ურიგდება ადამის და ევას პირველივე ცოდვის შედეგს, იმას , რომ ადამიანის ხვედრი მძიმე ტანჯვა და სიკვდილია, ამაშ კაენი ღმერთს ადანაშაულებს და ამიტომ აღიზიანებს აბელის ღვთისმოსაობა, მწარე სინანულით ავსებს, ის რაც ჩაიდინა. ხვდება , რომ ამიერიდან სიმშვიდე, მოსვეება არ უწერია, კაენის მამა ადამი მკვლელის შესახებ ამბობს: ,, მე არ ვწყევლი ასეთ ადამიანს, მის შემაჩერებელი სინდისია’’ სამწუხაროდ კაცობრიობაში მართლაც კლებულობს სინდისი, იმის ნაცვლად რომ გვიყარდეს საკუთარი ძმა, თანამემამულე, შენი ერთმორწმუნე, – გძულს იგი კბენ და ჭამ მას და იმისნაცვლად ,რომ უფალს პატიება სთხოვო ჩადენილი ცოდვის გამო, ლოცულობ რათა, შენი მაწყენარი დასაჯოს, არ გიყვარს საკუთარი თავი, .. რადგან გაქვს ტანსაცმელი, სიმშვიდე, საჭმელი, როცცა შენი ძმა მშიერია და სწყურია განიცდის უპოვარებას , შეჭირვებას და შენ კი ისი შეხედვაც არ გინდა , არც გსურს ეს ეწინაამღდეგება ; ქრისტიანულ სიყვარულს. შეცვალე შენი ცხოვრება და პატიება ითხოვე, მიეცი პირობა საკუთარ თავს ამის გაკეთება ! სთხოვე მას რომ გაგაძლიეროს და საკუთარი მადლით დაგიფაროს , რადგან , თუ ადამიანს სინდისის ქეჯნის და სინანულის გრძნობა გააჩნია, მას უფალი ყოველთვის მიუტევებს და შეინდობს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი