წვიმიანი დღის ზმანება....
წვიმის ცრემლებით გაპოხილი ცხენების რემა, ზმანებად მოსჩანს ნისლისფერი დარაბის მიღმა. დარდების მიღმა ტკივილებმაც იყუჩეს თითქოს, ცას კი მტანჯველი ბნელი ფიქრი აწვალებს მუდამ. . . წვიმამ ჩაიცვმა უკუნეთში ბნელი ზმანება და ავმა ფიქრმა დედამიწა ცრემლად დაფლითა... მზემ რომ აკოცა უცნაურად მოწყენილ სოჭებს, ბორგვა შეწყვიტეს მოსეირე ბნელმა დარდებმა. თეთრი რემა კი შეეფინა აღმართს დაღლილი, ჰოდა ზაფხულმა, მზის ტყეებში სიცოცხლე შობა. სუნქვა შეიკრეს მთის კლათებზე მდუმრად ნისლებმა, სველი კალთებიც დაიბერტყეს კლდეზე სოჭებმა და გაირინდნენ, ყურს უგდებენ ცხენების ბორგვას, სიცოცხლე ფეთქავს, ცა კი ჩუმად ბუტბუტებს ლოცვას. 24.08.2019 ნინო ნაჭყებია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი