0

ფიქრი


ისე მდუმარედ, ისე ნაზად შემომეპარნენ სევდის ნისლები,
რომ ვეღარ ვხვდები რა უფრო მხიბლავს,
სევდა ფიქრებით თუ მთა ნისლებით.
ფიქრმა იბარტყა, ბევრი იარა,
 ფიქრში ცხრა მთაც კი გადაიარა,
მერე გაბეზრდა და მთის მწვერვალებს ნისლის ქულებად გადაეფარა.
ფიქრი გაფითრდა, ცას მიეხალა, ღრუბლად შეიკრა,  სახე იცვალა,
ისლით დახურულ ძველისძველ სახლებს, 
ფიქრი წვეთებად ჩამოეღვარა,
და ხავსიანი ქოხის კიბესთან,
ფიქრმა რატომღაც დარდი შეწყვიტა, მერე მდუმარედ, ძალზედ ფაქიზად, 
ისე გაფრინდა როგორც მეახლა.

18.07.2019.
ნინო ნაჭყებია
კომენტარები (0)