ნინო ნაჭყებია

ჟურნალისტი

ღიმილით მოვალ

დღეს ამბიონზე გამოვფინე ჩემი ცოდვები,
დაღარულ სულში ჭრილობები ისევ გაიხსნა,
ტკივილით დაღლილს სიყვარული ზმანებად მექცა
გაინაპირეს ფიქრებმა და სიმღერაც შეწყდა.
იქ უფსკრულეთში ყველა გრძნობა თითქოს დაწურეს
და ყურძინის ლებანს დაამსგავსეს ყოველი სიტყვა,
ფიქრი შეწყვიტეს სამსჯავროზე მოციქულებმა,
ნაფიც საჯულთ კი დაავიყდათ რაც უნდა ეთქვათ...
გაავებული შემომყურებს შორიდან ეშმა,
სულის ნაფლეთი გამოვგლიჯე მძევალმა ეშმაკს,
ახლა ტკივილი სულს გამითბობს, იარას შეკრავს
გულში კი ხალხი განმიკითხვას მე ცოდვილ მხევალს...
აღარ მაშინებს ეკლიანი გვირგვინის ხილვა
მე  გოლგოთაზე ჩემი ჯვრით და ღიმილით მივალ.

ნინო ნაჭყებია
08.06.2019.
კომენტარები (0)