იქნებ ვცდები და არც არის გვიან


არ მინდა ზაფხულს დააგვიანდეს,
არ მინდა ფიქრმა შეწყვიტოს დენა,
ქალაქს რომელსაც სიცოცხლე შვენის
რუხი მანტია აცვია ყველგან.

იქნებ დარდებმა შეწყვიტონ სუნთქვა,
ზოგჯერ წამებიც დადუმდებიან
თუ გულისცემა შეჩერდა უცბად,
სიცოცხლე მხოლოდ სიკვდილთან რჩება.

კარდიოგრამა ნულზე დაეცა,
გარდაცვალების მოვიდა ჟამი,
რა ვუყოთ, ახლა ცოცხალ-მკვდარი ვარ,
რა ვუყოთ თუკი გავქრები წამში?!

დუმს რუხი დილა, 
არ გოდებს ქარი,
სასაფლაოზე ახლა დარია,
ყველა სულეთში მივემგზავრებით,
რადგან სიცოცხლე ერთი წამია!

დუმს ქვის ქალაქი, ციდან ისევ ცრის,
ტაძრის ეზოში მუდამ ქარია,
ვინ იცის იქნებ მიგვიანდება?!
იქნებ ვცდები და არც არის გვიან?!

ნინო ნაჭყებია
9.02.2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი