ბალადა შემოდგომაზე


წუთით გაირინდა ოკეანე,
წამით ჩაიძინა ზეცამ,
ისე გაინაბა დედამიწა
სუნთქვამ მოაღწია მზიდან.
ცაში აირეკლა ქუჩის ტანჯვა,
სახე გაეყინა მტირალს,
ბინდში გაშილიფდა შემოდგომა
შიშველს ზეწრად ესხა წვიმა...
სიტყვამ განიახლა შინაარსი,
სიტყვა დაემსგავსა ტყვიას!
ალბათ შემოდგომამ შეამცივნა,
როცა ჩაეკითხა მტირალს...
წუთით გაირინდა ოკეანე,
წამით გააისდა ცაზე,
გული აუჩქარდა დედამიწას,
როცა სიყვარული მითხრა!
ქუჩა გაინაბა სველ ზეწარში
ციდან შემოდგომა ცრიდა..

ნინო ნაჭყებია
25.10.2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი