თოვდა...
თოვდა... ცამ ამოთქვა ბოდვა, ცივ უღმერთო ღამეს სიყვარული მოკვდა, გაიყინა სივრცე, სუსხი სუნთქავს ობლად, თეთრი თრთვილი ისევ უცნაურად მოთქვამს. ხე, გათოშილ ხელებს უსასოოდ იქნევს, ჩაიფერფლა ვნება, მაგრამ სუნთქვა მიწევს, სისხლი ისე ფეთქავს, ისე დუმს და ღელავს გეგონება უფალს ართობს გულის ფეთქვა. გაიყინა ღამე, უკუნია გარეთ, ბორგავს, ბორგავს სული, დაიკარგა მთვარე, საპატარძლო კაბა არ ჩაიცვა ღამემ, არ მოთოვა, არა! მიწა შავად მოსჩანს. უკუნეთში ქუჩა და სიცივე მოჰყეფს... მაწანწალა თოვლმა მიმატოვა აქაც, არ გათოვდა მაინც, გამაბრაზა ახლაც. სუსხს შესცივდა ალბათ, მოიბუზა საწყლად. ჰო, დასრულდა წყევლა, გაინაბა ყველა, გამაწამა ღამემ, კვლავ მიმუხთლა მთვარემ... თოვდა... ცამ ამოთქვა ბოდვა... 21.01.2020 ნინო ნაჭყებია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი