ფოთლები
გარდაცვალების უტყური ფაქტია ჩემთვის, მტვრიან ქუჩაზე ფოთლების გროვა, წითელ-ყვითელი სხეულების სასაფლაოა იმ წუთში ქუჩა, სხვა და სხვა აზრის, გრძნობისა და საქმის სამარე. ქარი ბატონობს, სულერთია მითვის ადგილი, ქარი ბატონობს, სხეულები ჰაერში დააქვს, და მეც ავტირდი, გადარჩენის წაგვერთვა შანსი, დრო გაიყინა, მხოლოდ ქარი ბობოქრობს ცაში... ჩადგება ქარი და ნაცემი ფოთლების გვამი, კვლავ მტვირიან ქუჩას უსასოოდ დაენარცხრბა, მერე რა ხდება?! აქ მთავრდება ეს ისტორია?... ყველა ჩვენგანი გადავივლით მკვდარ სხეულებზე და ერთი წუთით, ერთი წამით არც კი შეგვრცხვება... მერე ვინატრებთ, რომ ჩვენც მოვკვდეთ როგორც ფოთლები, ჭრელი ფოთლები, ქარიშხლისგან გამეტებულნი, გვიან იქნება... ჰოდა დავრწმუნდი, გადარჩენის არ არის შანსი, რადგან გვამებზე ვაბიჯებთ და ფოთლად აღვიქვამთ... დიახ გავგიჟდი, აბდაუბდა სტრიქონებს მიღმა, სუნთქვა შეკრული საიქიოს ჭიშკართან ვჩნდები... ყველა დადუმდა, ისმის მხოლოდ ნეკერჩლის გმინვა და აღარ მინდა რომ ფოთლებმა შეწყვიტონ სუნთქვა.... 21.12.2020 ნინო ნაჭყებია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი