ტკივილი
როცა ტკივილი განგრევს და გსუსხავს, როცა იმედი ტანჯვად გეგცევა, მხოლოდ სიყვარულს შეეფარები და მასთან ერთად ცაშიც შეცურავ. სული შეიხსნის ჯაჭვის საკინძეს, გულში ფიქრები სეტყვად წამოვა და შიშველ სხეულს წვიმის წვეთები, უფერო კაბით ჩუმად შემოსავს. როცა ტკივილი განგრევს, გაწამებს, იმედს დაეძებ ხელის ცეცებით, ჰოდა დაგხვდები ჩემი იმედით, იქნებ ვუწამლო შენს ნაიარევს. ნინო ნაჭყებია 16.12.2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი