გარდავიცვალე
გარდავიცვალე, განა მოვკვდი, განა დავდუმდი.... გარდავისახე, გავიხადე სევდის მანტია, მარტს რომ წავგლიჯე შლეგი ქალის წამოსასხამი , ტანზედ მაცვია! გარდავიცვალე, ჩემმა სულმა სახე იცვალა, მხიბლავს სალ კლდეზე შერჩენილი ცივი ლოლუა, ახლა ფიქრისთვის დრო არ მრჩება, დრო დროში რჩება. ახლა სიცოცხლე მასაზრდოვებს, სიკვდილი მკვებავს. გარდავიცვალე, არ მომკვდარვარ, სახე ვიცვალე, ალბათ ვერ მიცნობ, ქარიშალში დამეძებ ახლა, მე კი დღეს მზე ვარ დედამიწას სიყვარულს ვუძღვნი, მე ის მთვარე ვარ, ვარსკვლავი რომ ზეცაში შობა... გარდავიცვალე, განა მოვკვდი სახე გიცვალე... გ ა რ დ ა ვ ი ც ვ ა ლ ე! ნინო ნაჭყებია 18.04.2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი