ბედნიერება


ყოველ ალიონს მე შევარქვი ბედნიერება
და ყოველ ტკივილს დავუძახე სიცოცხლის სხივი,
ყოველ ჩასუნთქვას გაზაფხულზე ატმის ყვავილი, 
სიკვდილს კი ისევ ძველებურად გარდაცვალება!

სიყვარულს ჰქვია აღმაფრენა, სიცოცხლით ტკბობა,
ჩუმ სევდას ჩემთვის მთვარის შუქში ამოვიკითხავ, 
ფრიალა კლდიდან ჩანჩქერი რომ ზათქით ეცემა, 
ეს ვნებისა და სიყმაწვილის აღმაფრენაა!

როცა ტკივილი უსაშველოდ უსასოოა,
სასოწარკვეთილ ქარიშხალში დავეძებ შვებას, 
განა არ ვიცი ყველაფერი წარმავალია
და ეს სიცოცხლეც დასრულდება ოდესღაც ნელა...

დღეს კი ალიონს, მზის პირველ სხივს ბავშვივით ვუმზერ,
და საოცრება არ სრულდება ვიდრე თენდება!

ნინო ნაჭყებია
24.04.2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი