ბავშვობის ანტიგმირი


განთიადისას ღამე მძლავრობს, აისთან იბრძვის,
უკუნეთია, ხალხი არ ჩანს, ისმის დუმილი
და ალეწილი, ტანშიშველი, სულით შეშლილი
სიმართლე ტირის...
ალბათ ამიტომ კვლავ დავლანდე ჩემი ბავშვობის ანტიგმირი,
საშიში კაცი, გუდით ხელში აღმართზე მიდის,
მიდის და მიაქვს ოცნებები, სხივები დილის
და გუდიანი ხმელი კაცი, ჩანასკულ გუდას არ ტოვებს წამით,
ჰო, გუდიანი ხმელი კაცი ჩვენი ოცნებით,
ჩვენი იმედით საიქიოს ჭიშკართან იცდის...
განთიადისას ღამე მძლავრობს, აისთან იბრძვის,
ჩახმახ გატეხილ იარაღთან ოცნება ტირის,
მთავდრება ალბათ ყველაფერი დუმილის სიტყვით,
და მაინც სადღაც უკუნეთში სანთელი იწვის,
გრძნობებ ჩაფერფლილ ლეშში იმედზე ფიქრით ,
მხოლოდ ტკივილი იცდის...

ნინო ნაჭყებია
15.02.2020.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი