დავეძებ წყაროს


ამღვრეულ ტალღებს სევდა მოაქვს ტკივილნარევი,
ამღვრეულ ფიქრებს წიო-წიოდ ცხრილავს  გონება,
ემოციები, ცრემლის წვიმად, თქეშად იფეთქებს
და მერე სიტყვად  მოგვიყვება ცხოვრების ამბავს:
სიცოცხლის მცნება პირობითი ყოფილა თურმე,
სიცოცხლე თურმე სიკვდილითაც განისაზღვრება,
ბევრჯერ სიკვდილში ისე ლაღად ცხოვრობს იმედი,
რომ თვით სიცოცხლეს მოუნდება სიკვდილთან წასვლა...
მღვრიე ტალღები გადაკარგავს ბედისწერის ძაფს,
ჩლუნგ, ცრუ გრძნობებში, სიყვარული ადგილს ვერ ჰპოვებს
და ამიტომაც  თავშესაფრად დავეძებ წყაროს,
მასთან მოვკვდები, რომ სიკვდილში სიცოცხლე ვპოვო.

08.06.2020.
ნინო ნაჭყებია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი