უსათაურო
“თოვს, ციხის მიღმა მიდიან დარჩენილი სიცოცხლის დღეები.." თოვს, თითქოს ბოლო ფანტელს იკრავს დედამიწა, სველ, ცივ კუპრივით მიწას , იმედი ჩაადნა მოსული ციდან. თოვს, თითქოს ებრძვის სიცოცხლე ტკივილს, თოვს, ციხის მიღმა დღეები მიჰქრის... ჰო, ბნელ საკანში სასიკვდილოდ დაჭრილი სული ბორგავს და იბრძვის, ბორგავს და იბრძვის ათასიდან თითო ორ-ორი, იქ, ბნელ საკანში, მზის სხივი ჩვენი ცოდვით იწვის... ისე თოვს, გარბის დღეების ჯარი, ისევ თოვს, სუნთქვა შემეკრა წამით და ტუსაღობის ამ ბნელ ხანაში გულშიც დავკარგე თავშესაფარი... ღრუბლის იმედად ვიღაცა ლენჩმა ბორანი შეკრა, წვიმას მოელის... თოვს და ბნელ ფიქრებს იბარებს მიწა..... ის ლენჩი მე ვარ, გადარჩენის იმედად თოვლში, ცას რომ შესცქერის... იქნებ იწვიმოს, ინათოს და ... ახლა თოვს... 31.05.2020 ნინო ნაჭყებია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი