ველი სუბსარქისს...


გუშინ  წვიმად გადაიქცა ფიფქი,
ქარს კვალავ დააქვს გათოშილი ფითრი,
სუნთქვა სადღაც გაირინდა ფიქრით,
ალბათ ბარდნის მთის წვერვალზე დილით...
გარეთ ცივა, სუნთქვაშეკრულ ქალაქს
ნიღაბს აგლეჯს შემცივნული დარდი.
სიტყვამდუმრად დავაბიჯებ მკვდარი,
ახლაც მცივა, გულში ბუდობს სვავი...
და დამწუხრდა დღეს სიკვდილი უფრთო,
სევდამ რუხი გაიხადა კაბა,
სულშიშველი დააბიჯებს დარდი,
ჩემს ქალაქშისიყვარული გაქრა...
ჩემს ქალაქში მეგობრობა გაქრა...
ჩემს ქალაქში ერთგულება გაქრა...
ფეხშიშველი, ტანშიშველი დარდი,
ჭირისუფლად ჩამოუჯდა მრავალს,
სახეაკრულ ჭირისუფლებს უმზერს
გაჯეტით რომ იურვებენ დაღლას.
სიკვდილი კი არ ისვენებს ახლაც.
სევდიანი ალიონის კასკადს,
ზამთრის ცივი ღამეები ახლავს
და გაჩერდა დედამიწა ალბათ,
როცა ჩვენი ერთგულება გაქრა!
დაიკარგა, იღუპება მოდგმა...
ყინვა დაძრწის და ნიღბების ქალაქს
უსიტყვოდ და უსახელოდ ხატავს...
ჰოდა ველი სუფსარქისის ქარებს,
იმედს მხოლოდ მომავალი ბადებს
და მივაგებთ პატივს ყველა იმ გმირს,
სიცოცხლეს რომ რუდუნებით ბადებს!
ალბათ წვიმად გადიქცა ფიფქი,
ქარს კვლავ დააქვს გაყინული ფიქრი...

19.12 2020 ნიკოლოზობა
ნინო ნაჭყებია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი