ღამე


უსაშველოდ გაიწელა ღამე,
ღრუბლის ფლითამ გადაფარა მთვარე,
უკუნეთში გაირინდა სუსხი,
ალაგ- ალაგ ქარი ოხრავს გარეთ.

შორს მოჰკივის ოცნებათა მაცნე,
ზღაპრის გუდას თავი მოხსნა ღამემ,
ხუთკუნჭულა მიეფარა მთვარეს,
ირმისა კი ცრემლს იწმინდავს ღაწვზე.
სიბნელეში გარინდულა ნიშა,
ასფურცელა წიგნში ფურცელს ნიშნავს,
ეშინია არ დაკარგოს ნიშა.

უკუნეთში მძიმედ სუნთქავს სუსხი,
ზღაპარს უსმენს არ ბეზრდება წუთით,
ალაგ- ალაგ კვლავ მოჰკივის ქარი:
-დევებმა არ შეაშინონ ბავშვი!

უსაშველოდ გაიწელა ღამე,
გათენდა და მზემ ვერ ნახა მთვარე....

ნინო ნაჭყებია
16.01.2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი