კალანდა


კალანდა

ფიქრი კვლავაც ფიქრად დარჩა,
გრძნობა ცაში გაიფანტა,
ზამთრის სუსხი კარებს ამტვრევს,
კალანდა რომ ღამეს ათევს.
ღამეს ათევს ცაზე მთვარეც,
ვარსკვლავებიც მოკიაფე,
ვიღაც მაინც ეულია, იტანჯება ისევ ღამე!
ფიქრი ქალაქს შეეფარა, 
შეშლილ ქუჩას შეეხამა,
დარდიც სადღაც გაიპარა
დილას მზე რომ დაიბადა.
კალანდაა, ცივა გარეთ,
იმედებით ვათევთ ღამეს.
თუმცა ქარი ისევ დაძრწის...
ფიქრი მართლა გაიპარა,
ჩიჩილაკიც წაიყვანა....

ნინო ნაჭყებია
14.01.2017.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი