სიცოცხლეს ტკივილით ვიცნობ
ქრის, ქარი მიწეწავს მოსასხამს და ძლიერ მწყინს! ქრის,სული სიზმრებმა დამიღარეს, იმედი თრთის! ფიქრს მივუხურე ყველა კარი, ყველა დარაბა, ახლა კი მხოლოდ გული მიცემს და სისხლი მდის! ცრის, ნაცემ სხეულზე ცრემლები წვიმად მდის! წვიმს, ცოდვები ჩამომერეცხა ძლივს, გული კი ხტის, არ დუმდება არ მეპუება, სიცოცხლე ღირს! მერე რა რომ მუდმივად ქრის... ახლა გარეთ თოვს, შიშველ მიწას სპეტაკი იპყრობს, მე კი სისხლი მდის და სიცოცხლეს ტკივილით ვიცნობ! ნინო ნაჭყებია 21.01.2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი