შემოდგომის თბილისი


საკინძე შეუხსნია თბილისს,
ქარიც უჩვეულოდ ტირის,
ისევ შემოდგომა დაძრწის,
შვენის მოსასხამი ქარვის.
ქუჩაც გარინდულა წამით,
ვიღაც ფეხაკრეფით დადის,
ურცხვად გაშიშვლებულ ჭადრებს
თვალი მოვარიდე მალვით.
თავი დაუხრჩვიათ ფიქრებს,
მტკვარი უდარდელად გარბის,
დარდიც დაავიწყდა ღამის...
საკინძე შეხსნილ ხეებს,
ძვლები გამოუჩნდეთ  ლამის.
ქარი ძველებურად ბორგავს,
დააქვს შემოდგომის მადლი...
თბილისს შემოაწვა დარდი,
 ქუჩებში ფეხაკრეფით დადის.

07.11.2016
ნინო ნაჭყებია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი